წალენჯიხის სოფელ საჩინოში, ძლიერი წვიმის შედეგად, რამდენიმე სახლი დაიტბორა. მთიდან ჩამოსული წყალი ოჯახში შევიდა. ადგილობრივები ამბობენ, რომ დატბორილია თხილნარები. ასევე, განადგურებულია მოსაგროვებლად ჩამოცვენილი თხილი.
ადგილზე მერიის თანამშრომლები იყოფებიან.
ავტორი: ემა გოგოხია