სამეგრელოში მანქანა ქვეითს დაეჯახა | კაცი ადგილზე გარდაიცვალა

გამოქვეყნდა:

სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ თეკლათში მსუბუქი ავტომობილი ქვეითს დაეჯახა. ის ადგილზე გარდაიცვალა. დაღუპული 62 წლის კაცია და ის ექსპერტიზაზე გადაასვენეს.

მძღოლი შემთხვევის ადგილიდან არ გაქცეულა და საპატრულო პოლიციას ადგილზე დახვდა. ამჟამად ის განყოფილებაშია გადაიყვანილი და სამართალდამცველების შეკითხვებს პასუხობს.

ავტორი: ემა გოგოხია
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი