"ევოლუშენის" გაფიცული თანამშრომლების ნაწილმა შიმშილობა დაიწყო | დაგეგმილია კონტრაქციაც

გამოქვეყნდა:

"ევოლუშენ ჯორჯიას" გაფიცულმა თანამშრომლებმა დღეიდან უვადო შიმშილობა დაიწყეს. სამი ადამიანი მოთხოვნების შესრულებამდე პროტესტის უკიდურესი ზომის შეწყვეტას არ აპირებს. ისინი უკვე 33 დღეა კომპანიაში მუშაობაზე უარს აცხადებენ და პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ.

პარალელურად, კონტრაქცია დააანონსეს კომპანიის იმ თანამშრომლებმა, რომლებიც პროტესტს არ უერთდებიან და მუშაობას აგრძელებენ.

გაფიცულები ამბობენ, რომ ამით ხელმძღვანელობა თანამშრომლების დაპირისპირებას ცდილობს. 

კონტრაქცია დღეს ადმინისტრაციასთან 15 საათზე გაიმართება. ისინი ჩვეულ რეჟიმსა და პირობებში მუშაობის გაგრძელებას ითხოვენ. 

ავტორი: ნინო ჟიჟიაშვილი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი