გომისმთაზე ორი ადამიანი დაშავდა | მანქანა ხრამში გადავარდა

გამოქვეყნდა:

კურორტ გომისმთაზე მომხდარი ავარიის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა "გურია ნიუსი" ავრცელებს. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. 

არსებული ინფორმაციით, გომისმთიდან ოზურგეთისკენ მიმავალი მანქანა ხრამში გადავარდა. დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი