ბათუმში, სასტუმროში გაჩენილი ხანძრის დროს არავინ დაშავებულა

გამოქვეყნდა:

ბათუმში, სასტუმრო "ლ. ბაკურში" გაჩენილი ხანძრის დროს არავინ დაშავებულა. ცეცხლი ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე შენობის მეექვსე სართულზე,  დაახლოებით 1 საათის წინ გაჩნდა და ის უკვე ლიკვიდირებულია.

"მთავარი არხის" ინფორმაციით, შენობაში იმ დროისათვის 100-მდე ადამიანი იმყოფებოდა. ყველა მათგანმა სასტუმრო დროულად დატოვა. 

ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია, თუმცა არსებობს ვარაუდი, რომ ელექტროგაყვანილობა აალდა. 

ავტორი: თეა ვაშალომიძე

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი