უმძიმესი ტრაგედია ზუგდიდში | რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი, მიმდინარეობს გამოძიება - მომხდარის დეტალები

გამოქვეყნდა:

უმძიმესი ტრაგედია ზუგდიდში, რომელიც თვითმხილველების თვალწინ განვითარდა. ბუკიას ქუჩის ერთ-ერთ 
კორპუსში ხანძარმა 6 წლის ტყუპი ძმების სიცოცხლე იმსხვერპლა. ცნობილია ცეცხლის გაჩენის სავარაუდო მიზეზი. უკიდურეს გაჭირვებაში მცხოვრებ ოჯახს ნაქირავებ ბინაში ელექტროენერგია გადაუხდელობის გამო შეწყვეტილი ჰქონდა, სახლში მარტო დარჩენილ ბავშვებს კი სანთელი ანთებული დარჩათ. ტრაგედიის დროს სახლში კიდევ ორი მოზარდი იყოფებოდა, ოჯახის ერთადერთი მარჩენალი, მარტოხელა დედა კი თხილის სეზონურ სამუშაოზე იყო გასული.

ავტორები: ემა გოგოხია, ჟანა აკოფაშვილი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი