საქართველოში ყოველი მესამე ბავშვი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს. ივლისის მდგომარეობით ქვეყანაში საარსებო შემწეობას 16 წლამდე ასაკის 250 ათასამდე პირი იღებს, საქსტატის მონაცემებით კი საქართველოში ამ ასაკობრივ ჯგუფში სულ 765 ათასამდე ადამიანია. სოციალური მომსახურების სააგენტოს სტატისტიკით, ყველაზე მეტი ბავშვი, რომელიც სოციალურ შემწეობას იღებს, თბილისში ფიქსირდება.