
მიტოვებული და მოუვლელი შენობა და ეზოში აბიბინებული ბალახი - ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მაკვანეთში ანზორ ერქომაიშვილის ბაბუის, ლოტბარ არტემ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორულ სახლი ახლა ცარიელია. არადა გურიაში ფოლკლორის განვითარებისა და უნიკალური ქართული სიმღერების პოპულარიზებისთვის ცენტრის გასახსნელად ევროკავშირმა თანადაფინანსებით ნახევარ-მილიონ ლარამდე გამოყო. ადგილობრივები ფიქრობენ, რომ ერქომაიშვილების ფოლკლორულ ცენტრში არსებული მდგომარეობა "ქართული ოცნების" გულგრილობასთან ერთად ღვაწლმოსილი ადამიანების მიმართ ხელისუფლების უპატივცემულობაზეც მიუთითებს.
ავტორები: ვლადიმერ მენაბდე, ნანუკა მაღლაკელიძე