6 თვეში, სახელმწიფო ზრუნვისა სააგენტოში ბავშვთა მიმართ ძალადობის 957 შემთხვევაზე შევიდა შეტყობინება

გამოქვეყნდა:

მიმდინარე წლის 6 თვის განმავლობაში (იანვარი-ივნისი) სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოში ბავშვთა მიმართ ძალადობის 957 შემთხვევაზე შევიდა შეტყობინება.

სააგენტოს სტატისტიკის თანახმად, შემთხვევების კლასიფიკაცია შემდეგნაირად გამოიყურება:

ფიზიკური - 212;
ფსიქოლოგიური - 187;
სექსუალური - 79;
უგულებელყოფა - 140;
იძულება - 8;
ეკონომიკური ძალადობა - 5;
ადრეული ქორწინება - 112;
შრომითი ექსპლუატაცია - 0;
ბულინგი/კიბერბულინგი - 12;
სხვა - 202.

გასული წლების ძალადობაზე შესული შეტყობინებების სტატისტიკა კი ასეთია:

2020 წელი 1818 შემთხვევა
2021 წელი 1904 შემთხვევა
2022 წელი 4131 შემთხვევა
2023 წელი 1564 შემთხვევა

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი