ქარელი-ხაშურის ნაგისტრალზე ავარია მოხდა. არსებული ინფორმაციით, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, "ბორდიულთან" შეჯახების შემდეგ კი ამოტრიალდა.
ავარიის შედეგად ერთი მგზავრი დაიღუპა, არიან დაშავებულებიც, რომლებიც სასწრაფო დახმარებამ საავადმყოფოში გადაიყვანა. უცნობია ზუსტად რამდენი მგზავრი იმყოფებოდა მიკროავტობუსში.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო. დანაშაული 4-დან 7 წლამდე პატიმრობით ისჯება.