გელათის სამონასტრო კომპლექსი ისევ დაკეტილია. არადა ბანერზე დატანილი და საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კომპლექსი ვიზიტორებისთვის და მომლოცველებისთვის დღეს უნდა გახსნილიყო. გასული 45 დღის განმავლობაში კი ტაძრის დროებითი გადახურვის მასშტაბური სამუშაოები უნდა განხორციელებულიყო.
მონასტერი ივლისის დასაწყისში დაიკეტა და მიზეზად უსაფრთხოების ნორმების დაცვა დასახელდა.
ჯერჯერობით უცნობია, როდის გაიხსნება სამონასტრო კომპლექსი. ადგილზე პასუხისმგებელი პირები არ იმყოფებიან.