კახეთის გზატკეცილზე, ჯავახეთის ქუჩის მიმდებარედ 10 დღით გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება

გამოქვეყნდა:

თბილისის მერიის ინფორმაციით, კახეთის გზატკეცილზე, ჯავახეთის ქუჩის მიმდებარედ გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება.

სამგორის რაიონში, კახეთის გზატკეცილზე, ჯავახეთის ქუჩის მიმდებარედ არსებული ხიდის სადეფორმაციო ნაკერების რეაბილიტაცია იწყება.
დაგეგმილი სამუშაოების გამო, 15 აგვისტოს 23:00 საათიდან, ათი დღის განმავლობაში, ჯავახეთის ქუჩის მიმდებარედ არსებულ ხიდზე, ქალაქში შემომსვლელი ტრანსპორტისთვის გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება. 
აღსანიშნავია, რომ შეზღუდვის პერიოდში, მოძრაობის სქემა არ შეიცვლება. " აცხადებს მუნიციპალიტეტი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი