თერჯოლის სკოლა მოსწავლეებს სავარაუდოდ წელსაც ვერ მიიღებს, რეაბილიტაცია მე-4 წელია ვერ დასრულდა | ცამციშვილი

გამოქვეყნდა:

ენმ-ის წევრის, თემურ ცამციშვილის განცხადებით, თერჯოლის პირველი საჯარო სკოლა სავარაუდოდ წელსაც ვერ მიიღებს მოსწავლეებს, რადგან 4 წლის წინ დაწყებული შენობის რეაბილიტაცია, კიდევ ვერ დასრულდა. ბავშვებს კი ამასობაში სიარული თითქმის 10 კილომეტრით დაშორებულ სოფელ ჩხარის სკოლაში უწევთ:

"უკვე მეოთხე წელიწადი იწყება, რაც თერჯოლის პირველი საჯარო სკოლა არ ფუნქციონირებს და აქედან მოსწავლეებს ჩხარის სკოლაში უწევთ სიარული, რომელიც აქედან, დაახლოებით 10 კმ-ითაა დაშორებული.

იმის მიუხედავად, რომ ეს პროექტი მსოფლიო ბანკის მიერ ფინანსდება, ხელისუფლებამ ამ დრომდე ვერ მოახერხა რეაბილიტაციის დასრულება და პროცესი ისეთი ნელი ტემპით მიმდინარეობს, რომ სავარაუდოდ, სკოლა, მინიმუმ, კიდევ ერთი წელი იქნება უფუნქციოდ დარჩენილი. ხელისუფლების უყურადღებობისა და არაკომპეტენტურობის ბრალია, რომ ბავშვები ამ სკოლაში ვერ სწავლობენ." ამბობს ენმ-ის იმერეთის რეგიონული საბჭოს თავმჯდომარე თემურ ცამციშვილი.

[ფოტო არ ასახავს თერჯოლის სკოლაში არსებულ ვითარებას] 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი