მთავრობის ადმინისტრაციამ კულტურის სამინისტროს Black Sea Arena ჩამოართვა - შესაბამისი განკარგულება მთავრობის ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნდა. ირკვევა, რომ საკონცერტო დარბაზი და მისი მართვის უფლება მთავრობის ადმინისტრაციაზე გადავიდა.
გამოცემა BM.GE წერს, რომ Black Sea Arena უკვე მეორე წელია სუბსიდირებული კონცერტების პროექტ Starring Georgia-ს ახორციელებს, შესაბამისად აღნიშნულ პროგრამაზე ზედამხედველობას ახლა კულტურის სამინისტროს ნაცვლად მთავრობის ადმინისტრაცია განახორციელებს. Starring Georgia-ს ბიუჯეტი 70 მილიონ ლარს შეადგენს.
მანამდე, Black Sea Arena-ს 2022 წლის 16 მაისამდე ეკონომიკის სამინისტრო მართავდა, მაშინ ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობამ მისი აქტივები და მართვის უფლება კულტურის სამინისტროს გადასცა.
ცნობილია, რომ საქართველოს მთავრობამ კულტურის სამინისტროს თბილისის საკონცერტო დარბაზის აქტივები და მისი მართვის უფლებაც ჩამოართვა.