არსებობს თუ არა "მაიმუნის ყვავილის" საქართველოში გავრცელების რისკი და რა სიმპტომები ახასიათებს ინფექციას | სპეციალისტების პროგნოზი

გამოქვეყნდა:

არსებობს თუ არა "მაიმუნის ყვავილის" საქართველოში გავრცელების რისკი. ეპიდემიოლოგები პანიკის საფუძველს ვერ ხედავენ და ამტკიცებენ, რომ ამ ეტაპზე ვირუსის პანდემიის სახით მსოფლიოში გავრცელების რისკიც კი დაბალია.

სპეციალისტები იმ სიმპტომებზე საუბრობენ, რომელიც ვირუსულ ინფექციას ახასიათებს. მათი თქმით, მაიმუნის ყვავილს ზოგად სისუსტესთან, სახსრების ტკივილთან და მაღალ ტემპერატურასთან ერთად გამოარჩევს სპეციფიკური გამონაყარი მთელ სხეულზე.  ვირუსის გადადება ინფიცირებულთან ახლო კონტაქტით ხდება. ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები და ეპიდემიოლოგები მოსახლეობას მოუწოდებენ, რომ მსგავსი სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში პრევენციისთვის მიმართონ სამედიცინო დაწესებულებებს.

"ამ დაავადებას კორონას მსგავსი პანდემიის გამოწვევა არ შეუძლია, თუმცა რა თქმა უნდა, საყურადღებოა. არ არსებობს კონკრეტული მკურნალობის მეთოდები. არსებობს ვაქცინაციის სახეები.

საქართველოში ამ ეტაპზე რაიმე საგანგაშო მდგომარეობა არაა. მოსახლეობას მოვუწოდებთ, რომ თუ მოგზაურობის შემდეგ დაეწყებათ ვირუსული ინფექციის მსგავსი სიმპტომები და დაერთვება მაიმუნის ყვავილისთვის დამახასიათებელი მძიმე წყლულოვანი გამონაყარი, აუცილებლად მიმართოს ექიმს, რომ მოხდეს დროული სიმპტომური მკურნალობა," - აცხადებს ეპიდემიოლოგი მაია კაშია.

მაიმუნის ყვავილის შემთხვევები 2022 წელსაც ფიქსირდებოდა, თუმცა 2024 წელს ახალი შტამის ერთ-ერთი მთავარი დამახასიათებელი სწრაფი გავრცელებაა.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი