დაცულია თუ არა საქართველო მაიმუნის ყვავილის აფეთქებისგან? მას შემდეგ რაც ვირუსის შემთხვევა შვედეთსა და პაკისტანშიც დაფიქსირდა სპეციალისტები შიშობენ რომ ინფექციამ შესაძლოა ფართო გავრცელება მიიღოს.
ამ ეტაპზე ვირუსის პანდემიური გავრცელება ნაკლებსავარაუდოა, თუმცა ჯანმომ ვირუსი გლობალურ საფრთხედ უკვე გამოაცხადა. ეპიდემიოლოგები საქართველოში მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებენ.