ჩოხატაურში ავარიას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა

გამოქვეყნდა:

ჩოხატაურში ავტოსაგზაო შემთხვევას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა. ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა "გურიანიუსი" ავრცელებს და წერს, რომ შემთხვევა ბახმაროსკენ მიმავალ გზაზე მოხდა. 

გამოცემა წერს, რომ პირი, რომელიც მოტოციკლით გადაადგილდებოდა, ელექტროგადამცემ ბოძს შეეჯახა, ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ბრიგადას კი ის გარდაცვლილი დახვდა. 

ამ დროისთვის დეტალები უცნობია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი