"აირჩიე ევროპა“ - კამპანია ჩხოროწყუდან დაიწყო და მთელ საქართველოს მოიცავს. მოძრაობის წევრებმა დღეს ჩხოროწყუს ქუჩებში მსვლელობა მოაწყვეს . ისინი ყველა რეგიონში ჩასვლას გეგმავენ. შეხვედრები გაიმართება ემიგრანტებთანაც.
კამპანიის მიზანია, 26 ოქტომბერს, არცერთი პროევროპული ამომრჩეველი არ დარჩეს სახლში და არ დაიკარგოს მათი ხმები. სამოქალაქო მოძრაობაში მიიჩნევენ, რომ ახლა თითოეული პასუხისმგებლობიანი მოქალაქის ვალია, გადაარჩინოს საქართველოს ევროპული მომავალი და მისი დამოუკიდებლობა.