ამაღამ იუსტიციის სახლთან საავტომობილო მოძრაობა ორივე მიმართულებით შეიზღუდება - ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
იუსტიციის სახლის მიმდებარედ საგზაო მოძრაობა ღამის საათებში დროებით შეიზღუდება
იუსტიციის სახლის წინ არსებული საფეხმავლო ხიდის სადემონტაჟო სამუშაოების გამო, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება.
მოძრაობის შეზღუდვა იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე 20 აგვისტოს 00:00-დან 05:00 საათამდე იმოქმედებს. გზა ორივე მიმართულებით გადაიკეტება.
თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო!, - წერს მერია.