Georgian Airways-ი ფრენებს თბილისი-ნოვოსიბირსკს შორისაც იწყებს

გამოქვეყნდა:

მორიგი რეისი რუსეთისკენ - Georgian Airways-ის თბილისსა და ნოვოსიბირსკს შორის პირდაპირ ფრენებს იწყებს. „ტოლმაჩოვის აეროპორტის“ ვებგვერდზე  განთავსებული ინფორმაციით, Georgian Airways ფრენებს 28 სექტემბრიდან დაიწყებს და რეისები კვირაში ორჯერ - სამშაბათს და შაბათს შესრულდება. ბილეთების ფასი ჯერ არ სახელდება. 

ცნობისთვის, ამჟამად საქართველო-რუსეთს შორის პირდაპირი რეისები სრულდება მოსკოვიდან, ჩელიაბინსკიდან, სამარადან, სოჭიდან, ეკატერინბურგიდან და რუსეთის სხვა ქალაქებიდან.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი