21 - 22 აგვისტოს ტემპერატურამ შესაძლოა 37-39 გრადუსს გადააჭარბოს | სააგენტოს გაფრთხილება

გამოქვეყნდა:

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 21 - 22 აგვისტოს საქართველოს ტერიტორიაზე მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მომატება. დასავლეთ საქართველოს დაბლობში ჰაერის ტემპერატურამ შესაძლებელია 37-39 გრადუსს გადააჭარბოს, ხოლო მთიან რაიონებში 35-37 გრადუსს მიაღწიოს. 
აღმოსავლეთ საქართველოში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 33-38 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი. 
ჰაერის მოსალოდნელი  მაღალი ტემპერატურა ტყის ხანძრების ერთ-ერთ ხელშემწყობ პირობას წარმოადგენს. (საფრთხის დონე საშუალო).

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი