"აირჩიე ევროპა" | სამოქალაქო მოძრაობის წარმომადგენლებმა შეხვედრები ზუგდიდში გამართეს

გამოქვეყნდა:

მოძრაობა "აირჩიე ევროპა" რეგიონებში შეხვედრებს აგრძელებს - სამოქალაქო მოძრაობის წარმომადგენლებმა დღეს მოქალაქეებთან შეხვედრები ზუგდიდში გამართეს. კამპანიის მიზანია, 26 ოქტომბრის არჩევნებზე არც ერთი პროევროპული ამომრჩეველი არ დარჩეს სახლში და არ დაიკარგოს მათი ხმები. 

სამოქალაქო მოძრაობაში მიიჩნევენ, რომ საქართველოს თითოეული მოქალაქის ვალია დაიცვას ქვეყნის ევროპული არჩევანი. 

შეგახსენებთ, რომ "აირჩიე ევროპა" პრეზიდენტის მონაწილეობით დაფუძნდა და ქვეყნის ევროპული მომავლისა და დემოკრატიული ღირებულებების გარშემო აერთიანებს ხელოვანებს, ექიმებს,  ბიზნესმენებსა და სხვადასხვა პროფესიის ადამიანებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი