
თბილისში, ვარკეთილის გაზსადენზე ავარია მოხდა, რის გამოც 10 000 აბონენტს გაზმომარაგება შეუწყდა - ინფორმაციას "თბილისი ენერჯი" ავრცელებს.
„შემთხვევის ადგილზე თბილისი ენერჯის შესაბამისი სამსახურები სრულად მობილიზებულია. გაზსადენის აღდგენის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. გაზმომარაგების აღდგენა ხვალ - 21 აგვისტოს 09:00 სთ-დან დაიწყება და დასრულდება 20:00 საათამდე. თბილისი ენერჯი ბოდიშს გიხდით აბონენტებს მისგან დამოუკიდებელი მიზეზებით შექმნილი დისკომფორტის გამო. გთხოვთ იყოთ ყურადღებით და არ დატოვოთ გაზის ონკანები ღია მდგომარეობაში“, – ვკითხულობთ განცხადებაში.