პროტესტის უკიდურესი ფორმა "ევოლუშენ ჯორჯიაში" | ერთ-ერთმა გაფიცულმა თანამშრომელმა პირი ამოიკერა

გამოქვეყნდა:

პროტესტის 41-ე და შიმშილობის 9-ე დღე "ევოლუშენ ჯორჯიაში" - გაფიცულებიდან ერთ-ერთმა პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერა. თანამშრომლების მოთხოვნა უცვლელია - ისინი ღირსეულ სამუშაო პირობებსა და სახელფასო ანაზღაურების ზრდას ითხოვენ.

"პროტესტის ერთ-ერთმა მონაწილემ, პროტესტის ნიშნად, პირი ამოიკერა. კომპანია აორგანიზებს მენეჯერებს და ჯგუფებს იმისთვის, რომ მოახდინოს პროცესის მარგინალიზება და გაშავება, თითქოს ეს ადამიანები არ შიმშილობენ და რეალურად შიმშილობის მე-9 დღეა. ამ ადამიანებმა რამოდენიმე კილო დაიკლეს ამ პროცესში და ამ პროცესით, იმ ადამიანმა, ვინც ეს გააკეთა, უბრალოდ შეეცადა გადაერჩინა მოშიმშილე ადამიანები, სამი ადამიან, რომელიც უკვე ძალიან მძიმე მდგომარეობაშია და მიექცია ყურადღება საზოგადოების, რომ მძიმე სოციალური ფონია ამ ქვეყანაში", - ამბობს პროფკავშირ "ლაბორის" თავმჯდომარე გიორგი დიასამიძე.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი