
ჩუღურეთის რაიონში საცხოვრებელი სახლი დაიწვა - ხანძარი ერთ-ერთ იტალიურ ეზოში 2-სართულიან სახლს გაუჩნდა. ცნობილია, რომ შემთხვევის შედეგად 1 პირი მსუბუქად დაშავდა.
როგორც "მთავარი არხის" ვებგვერდს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში უთხრეს, ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები მუშაობდნენ - ამ დროისთვის ცეცხლი ლიკვიდირებულია და გავრცელების საფრთხე აღარ არსებობს.
რა გახდა შემთხვევის გამომწვევი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.