პროტესტის 42 და შიმშილობის 10 დღე "ევოლუშენში" | გაფიცულებს სახალხო დამცველი შეხვდა

გამოქვეყნდა:

"ევოლუშენ ჯორჯიას" გაფიცულ თანამშრომლებს დღეს სახალხო დამცველი შეხვდა. გაფიცულებმა ლევან იოსელიანს დეტალურად გააცნეს მოთხოვნები. ომბუდსმენის აპარატი პროცესში ჩართულია და აპირებს, რომ პროტესტის მონაწილეების გაფიცვასთან დაკავშირებით მალე დასკვნა გამოაქვეყნოს. 

"ძირითადად ისინი საუბრობენ ღირსებისშემლახავ სამუშაო პირობებზე, დისკრიმინაციის სავარაუდო ფაქტებზე, ისეთი გარემოს შექმნაზე, სადაც შესაძლებელია თანამშრომლები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ და ა.შ. ამ ყველაფერს ესაჭიროება შესწავლა და ამის უფლებამოსილება გააჩნია შრომის ინსპექციას, ხოლო დისკრიმინაციის ნაწილში გაგვაჩნია ჩვენ და ა ჩვენ ამასთან დაკავშირებით დღესაც აქტიურად ვმუშაობ და ვსწავლობთ" აღნიშნა ლევან იოსელიანმა. 

ამ დროისთვის "ევოლუშენში" პროტესტის 42-ე და შიმშილობის მე-10-ე დღეა. გაფიცულებიდან ერთ-ერთს პროტესტის ნიშნად პირი აქვს ამოკერილი. 

პროტესტის მონაწილეები შაბათს, 24 აგვისტოს, კომპანიისთვის სოლიდარობის ჯაჭვის შემოვლებას გეგმავენ. "ევოლუშენის" თანამშრომლები ღირსეულ სამუშაო პირობებს ითხოვენ და პროტესტი შეწყვეტას არ აპირებენ.  

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი