ეროვნული მუზეუმი ლევილის მამულში ქართული ოდა სახლის აშენებას გეგმავს | ტენდერი უკვე გამოცხადებულია

გამოქვეყნდა:

საქართველოს ეროვნული მუზეუმი ლევილის მამულში ქართული ოდა სახლის აშენებას გეგმავს - შესაბამისი ტენდერი მუზეუმმა უკვე გამოაცხადა. ირკვევა, რომ შესყიდვის სავარაუდო ღირებულებაა 2 680 353 ლარი

"აქ მოეწყობა საქმიანი შეხვედრები ქართული ღვინით და კერძებით, სანიმუშო სერვისით. რესტორნის დარბაზი უმასპინძლებს 30 სტუმარს, ზაფხულის დარიან დღეებში ფართო აივანზე შესაძლებელი იქნება დამატებით 20-მდე ვიზიტორის მიღება-მასპინძლობა", - წერია სატდენტერო დავალებაში.

სატენდერო წინადადებაში აღნიშნულია, რომ სავარაუდო ღირებულება, 2 680 353 ლარი მოიცავს როგორც ოდა სახლის დეტალების დამზადება-დამუშავებას, ასევე ლევილში ტრანსპორტირებასა და აწყობა-მონტაჟის სამუშაოებს.

დაფინანსების წყარო - 2024-2025 წლების სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებით:
- 2024 წელი - 1 000 000 ლარი;
- 2025 წელი - 1 680 353 ლარი, - აღნიშულია სატენდერო წინადადებაში.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი