გურიაში, ავარიის შედეგად, მანქანა ხევში გადავარდა | დაშავდა არასრულწლოვანი

გამოქვეყნდა:

გურიაში, ავარიის შედეგად, მანქანა ხევში გადავარდა - შემთხვევა ოზურგეთის რაიონში, სოფელ ნაგომარში მოხდა. შემთხვევის შედეგად დაშავდა არასრულწლოვანი. 

თვითმხილველების ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მანქანა შეეჯახა, რის შემდეგაც ერთ-ერთი ხიდიდან გადავარდა. 

ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფები და სამართალდამცველები იმყოფებიან.

ამ დროისთვის დამატებითი დეტალები უცნობია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი