საქართველო-რუსეთის საზღვართან დაკარგულ კაცს ისევ ეძებენ

გამოქვეყნდა:

საქართველო-რუსეთის საზღვართან დაკარგულ კაცს ისევ ეძებენ. ახლობლების ინფორმაციით, აქვთ ვიდეოსათვალთვალო კამერების ჩანაწერი, სადაც ჩანს როგორ კვეთს ჩანთით და საბუთით ხელში რომან ძირკველიშვილი საქართველოს მხრიდან სასაზღვრო ზონას, ამის შემდეგ კი კვალი იკარგება. მათივე ცნობით, გამოკითხეს ტაქსის მძღოლი, რომელმაც ძირკველიშვილი საზღვრამდე მიიყვანა. ძირკველიშვილი რუსეთში, მეუღლესთან მიემგზავრებოდა, თუმცა 13 აგვისტოს შემდეგ, მას ვერ პოულობენ. ინფორმირებულია პოლიციაც. 

ინფორმაციის შემთხვევაში დაუკავშირდით ოჯახს ტელეფონის ნომერზე 558 93 34 11

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი