"აირჩიე ევროპა" | 100 დღიანი კამპანია ქუთაისში გრძელდება

გამოქვეყნდა:

სამოქალაქო მოძრაობა "აირჩიე ევროპა"-ს წევრები  100 დღიანი კამპანიის ფარგლებში  მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებენ. ამჯერად  მოძრაობის წევრები ქუთაისში იმყოფებიან. 

მათ ქუთაისის ქუჩებში მსვლელობა მოაწყვეს  და  ადგილობრივებს საინფორმაციო ბროშურები დაურიგეს.

კამპანია ჩხოროწყუდან დაიწყო და მთელ საქართველოს მოიცავს.  ორგანიზატორების თქმით, კამპანია მთელ საქართველოსა და ქართულ ემიგრაციაში ჩატარდება, რომლის  მიზანიც ევროპული მომავლის გასამარჯვებლად პროდასავლური ამომრჩევლის მობილიზებაა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი