ბათუმში, მანქანისა და მოპედის შეჯახების შედეგად დაღუპული ორივე პირი არასრულწლოვანია

გამოქვეყნდა:

ბათუმში, მანქანისა და მოპედის შეჯახების შედეგად დაღუპული ორივე პირი არასრულწლოვანია - ინფორმაციას ადასტურებს შინაგან საქმეთა სამინისტრო.  გამოცემა "ბათუმელები" წერს, რომ ორივე მათგანი 15 წლამდე ბავშვია.

შემთხვევა დღეს მოხდა, ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და მოპედი შეეჯახნენ. ორივე არასრულწლოვანი მოპედზე იჯდა.

გამოძიება სისხლის სამართლის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი