კამპანია "აირჩიე ევროპას" ფარგლებში ქუთაისის ცენტრში მწერალმა დათო ტურაშვილმა და ტელეწამყვანმა დათო გორგილაძემ ადგილობრივებთან ევროპულ ღირებულებებზე ისაუბრეს. მათი განმარტებით, საზოგადოება სახელისუფლებო გუნდის პროპაგანდის მსხვერპლი არ უნდა გახდეს და ევროპასა და ევროპულ ღირებულებებზე რეალური ინფორმაცია უნდა ჰქონდეს.
ადგილობრივები დღევანდელ შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ ქუთაისი ირჩევს ევროპას და მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებზე მათ მხარი პროევროპულ და პროდასავლურ პარტიებს უნდა დაუჭირონ.
კამპანია "აირჩიე ევროპა" მთელი საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა მუნიციპალიტეტში ჩატარდება, რომლის მიზანიც ამომრჩევლის ინფორმირებულობა და მობილიზებაა.