წვიმა, ელჭექი და სეტყვა | 24 აგვისტოს ამინდის პროგნოზი

გამოქვეყნდა:

24 აგვისტოს, შაბათს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, დღისით ზოგან ძლიერი. ინფორმაცია ამის შესახებ meteo.gov.ge-ზე ვრცელდება. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით  +19, +24°, დღისით +28, +33°; მთაში ღამით +16,+21°, დღისით +26, +31°;  მაღალმთაში ღამით +9,+14°, დღისით   +22, +27°.

აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია  დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით და  დღის მეორე ნახევრიდან უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან შესაძლებელია ძლიერი და სეტყვა. ცვალებადი მიმართულების ქარი  10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით   +16, +21°, დღისით +29, +34°; მთაში ღამით  +11, +16°, დღისით +26, +31°; მაღალმთაში ღამით +7,+12°, დღისით  +18 +23°, ზოგან  +30°-მდე.

თბილისში შაბათს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ცვალებადი მიმართულების ქარი  10-15მ/წმ. ჰაერი +34° -მდე გათბება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი