შუქრუთის მცხოვრებლები ჭორვილაში არ შეუშვეს | საგანგებოდ მობილიზებული ადგილობრივები ოპერატორს თავს დაესხნენ

გამოქვეყნდა:

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუქრუთის დაზარალებული მცხოვრებლები ჭორვილაში არ შეუშვეს.
ადგილზე მათ საგანგებოდ შეკრებული ჭორვილელები დაახვედრეს, რომლებმაც აქციის მონაწილეებს განუცხადეს, რომ ჭორვილაში შესვლის და სიმყუდროვის დარღვევის უფლებას არ მისცემენ.

კომპანია “ჯორჯიან მანგანეზის” საქმიანობით დაზარალებული შუქრუთელები “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის სახლთან მისვლას აპირებდნენ, რათა მისთვის ცენტრალურ ხელისუფლებასთან შუამდგომლობის დახმარება ეთხოვათ. 

ჭორვილელები “ტვ პირველის” გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ და პროფესიულ საქმიანობაში ხელი შეუშალეს. ისინი ოპერატორს ხელით შეეხნენ და მიკროფონი წაართვეს.

მომხდარს ადგილზე ადევნებდნენ თვალს სამართალდამცველები, თუმცა რეაგირება არ მოუხდენიათ. ოპერატორი ჭიათურის სოფელ შუქრუთის მცხოვრებლებმა დაიცვეს.
 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი