
ხაშური-ბორჯომის საავტომობილო მაგისტრალზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. ბორჯომის მიმართულებით მოძრავი BMW-ს მარკის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა.
ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის, სამაშველო და სასწრაფო დახმარების ჯგუფები.
შსს-ს ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევაზე გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო.