თუშეთში მანქანა სიმაღლიდან გადავარდა | დაშავდა სამი ადამიანი

გამოქვეყნდა:

თუშეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი მძიმედ დაშავდა. თვითმხილველების ინფორმაციით, “ჯიპის”  ტიპის ავტომობილის მძღოლმა, რომელიც სოფელ დართლოს ტერიტორიაზე მოძრაობდა, საჭე ვერ  დაიმორჩილა და სიმაღლიდან გადავარდა. 

მანქანაში სამი ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის ორი გურჯაანის მუნიციპალიტეტში მცხოვრები. სამივე მათგანს სხეულის მოტეხილობები აღენიშნება. 

დაშავებულები უკვე ამოიყვანეს და ამ წუთებში სასწრაფო დახმარების ბრიგადას თელავში გადაჰყავს, სადაც შესაბამისი სამედიცინო პროცედურები ჩაუტარდებათ.

ავტორი: ია გულიაშვილი

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი