რიკოთზე მოძრაობა პარალიზებულია - ფეისბუქ ჯგუფებში სხვადასხვა ინფორმაცია ვრცელდება. მოქალაქეები წერენ, რომ მიწის მასის ჩამოშლის გამო მანქანებს უკან აბრუნებენ. როგორც "მთავარ არხს" გზების დეპარტამენტში განუცხადეს, მეწყრული პროცესები არ განვითარებულა და წვიმის შედეგად ჩამოსული ტალახის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობდა. უწყების ცნობით, მოძრაობა მალე აღდგება.