ინფრასტრუქტურული პრობლემები ქუთაისში. ქალაქში ქუჩების ნაწილი რეაბილიტაციის მიზნით გადათხრილია, სამუშაოები კი ადგილზე, ძირითად შემთხვევაში, შეჩერებულია.
სამუშაოები, ძირითად შემთხვევაში, არ მიმდინრეობს არც ქუთაისის ისტორიულ ბულვარში. ქალაქის ცენტრში მდებარე ბულვარი შემოსაზღვრეს, ხეების ნაწილი გაჩეხეს, პერიმეტრი გადათხარეს, თუმცა იქ არც მძიმე
ტექნიკა ჩანს და არც ადგილზე დასაქამებული მუშები.
ადგილობრივების თქმით, სასწრაფო და სახანძრო მანქანებს გადაადგილება უჭირთ. მოსახლეობა ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე საუბრობს. ისინი მათ უყურადღებობაში ადანაშაულებენ.