სისხლიანი დაპირისპირება ქუთაისის მეორე პენიტენციურ დაწესებულებაში - 30 წლის მსჯავრდებული სასტიკადაა ნაცემი. მისი სიცოცხლის გადასარჩენად ექიმები ამ წუთებში იბრძვიან. დაზიანებების სიმძიმის გამო ნაცემი მსჯავრდებული ქუთაისის რეფერალური კლინიკიდან თბილისში საგანგებო რეანომობილით გადმოიყვანეს. რა მოხდა ქუთიაისის ციხეში? - ნომერ მეორე პენიტენციურ დაწესებულებაში ამტკიცებენ, რომ მსჯავრდებულმა თვითდაზიანებები მიიყენა, თუმცა პატიმრის ოჯახს ამ ვერსიის არ სჯერა.
"დღეს მირეკავენ და მეუბნებიან, რომ კარანტინში უნდა ყოფილიყო 2 კვირა. დღეს დილით მირეკავენ, რომ ქუთაისის რეფერალურ საავადმყოფოში არიო, მივედით და ვნახეთ. აპარატზე შეერთებული, თავში რამოდენიმე დაზიანება და ჩაქცევები, თვალი გადმობრუნდა იმდენად ნაცემია სერიოზული, ისე რომ სასიკვდილო... მივხვდი, რომ აი, აპარატზეა შეერთებული. ციხეში არის ჩვეულებრივად ნაცემი და მიყვანილი ჰყავთ სიკვდილამდე. კარანტინში თუ იყო, მარტო ხო უნდა ყოფილიყო კარანტინში. კარანტინში იქნებაო ორ კვირასო და არ ვიცი, ვერ ვხვდები", - ამბობს ერთ-ერთი ოჯახის წევრი "მთავარ არხთან"