გურჯაანში გაზგასამართ სადგურზე აფეთქება მოხდა 

გამოქვეყნდა:

გურჯაანში გაზგასამართ სადგურზე აფეთქება მოხდა, რამაც ძლიერი ხანძარი გამოიწვია. აფეთქება იმ დროს მოხდა, როცა ერთ-ერთი ადგილობრივი სადგურზე მივიდა და მანქანის აირით მომარაგებას ცდილობდა.

აფეთქების შედეგად დაიწვა ავტომობილი და დაშავდა სამი ადამიანი, მათ შორის ორი უკვე სახლშია გაწერილი. ერთ-ერთ კაცს, რომელიც გაზგასამართ სადგურზე მუშაობდა, სხეულის 40%-იანი დამწვრობა აქვს მიღებული, ის თბილისში, დამწვრობის ცენტრში გადაიყვანეს.

ადგილობრივები ამბობენ, რომ ისინი სადგურის აშენებას ეწინააღმდეგებოდნენ და შესაბამისი განცხადებით მერიასაც მიმართეს. ერთ-ერთი ადგილობრივი ყვება, რომ ერთი კვირის წინ უცნაური ხმა გაიგო, რამაც აფიქრებინა, რომ სადგური ტექნიკურად გაუმართავი იყო, რაც მფლობელსაც აცნობა.

იყო თუ არა უსაფრთხოების ნორმები დაცული ადგილზე და რა გახდა აფეთქების მიზეზი, გამოძიება დაადგენს.

ავტორი: ია გულიაშვილი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი