მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფელ ყიზილაჯლოს მონაკვეთზე მანქანა ქვეითს დაეჯახა. ქალის მდგომარეობა მძიმეა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ის კლინიკაში გადაიყვანა.
თვითმხილველების ინფორმაციით, ქალი გზაზე ნაგვის გადასაყრელად გადადიოდა, რა დროსაც მას დიდი სიჩქარით მიმავალი ავტომობილი დაეჯახა.
შემთხვევის გამო, ამ წუთებში მარნეული-ბოლნისის გზაზე საცობია და მოძრაობა შეზღუდულია.
ადგილზე სამართალდამცავები არიან მობილიზებული.