მარნეულში ანგარიშსწორების ნიადაგზე ერთ-ერთი ადგილობრივის ორი ავტომობილი დაწვეს. შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა.
როგორც "მთავარ არხს" წყარო უყვება, ინციდენტს წინ სიტყვიერი დაპირისპირება უძღოდა. მათივე ცნობით, ე.წ ქურდული სამყაროს წარმომადგენლები დაზარალებულისგან ფულს ითხოვდნენ, რაზეც უარი მიიღეს და სწორედ ამის შემდეგ დაიწყო დაპირისპირება.
არსებული ინფორმაციით, საქმეზე დაკავებულია ორი პირი.
ამ დროისთვის დეტალები უცნობია.