
“ხაშურქალაქობის” დღესასწაულზე ბიუჯეტიდან 65 000 ლარი დაიხარჯება - ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა "მოზაიკა" ავრცელებს და წერს რომ საზეიმო ღონისძიება ქალაქში 29 სექტემბერს გაიმართება.
ამის შესახებ გამოცემა მერიის კულტურისა და სპორტის სამსახურის უფროსზე, კოსტანტინე ფრუიძეზე დაყრდნობით წერს:
“დეტალები დასაზუსტებელი გვაქვს. დღესასწაულის ორგანიზებისთვის ვფიქრობთ, რომ 65 000 ლარამდე დაიხარჯება. გვეყოლება როგორც ესტრადის მუსიკოსები, ასევე ცეკვის სახელმწიფო ანსაბლი. ტენდერი უახლოეს დღეებში გამოცხადდება. ვინც უკეთეს პირობებს შემოგვთავაზებს, იმას ავირჩეთ. ჩვენი სურვილია იყოს კარგი და ძლიერი როგორც ცეკვის ანსაბლი, ასევე ინსტრუმენტალური ბენდები“, - უთხრა გამოცემას ფრუიძემ.