გელათი ისევ უპატრონოდაა მიტოვებული | როგორ იხარჯება ტაძრის რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი 8 მლნ, უცნობია

გამოქვეყნდა:

გელათი სრულიად უმეთვალყურეოდაა მიტოვებული. რამდენიმეწლიანი უშედეგო, პრაქტიკულად გამანადგურებელი რესტავრაციის პროცესის შემდეგ ახლა სამონასტრო კომპლექსში სიჩუმეა. სამუშაოები გაჩერებულია და გერმანელი სპეციალისტები, რომლებიც ქუთაისში საპატრიარქომ ჩამოიყვანა, სამშობლოში დაბრუნდნენ. როდის განახლდება პროცესი, გაურკვეველია. ტაძრის გადახურვა კი დასრულებული არ არის და ყოველი წვიმა სულ უფრო აზიანებს ისედაც მოსპობის პირას მყოფ ფრესკებს და მოზაიკას. კულტურული მემკვიდრეობის ამ გენოციდის პარალელურად, გაჩნდა ახალი კითხვები რესტავრაციის საფინანსო გამჭვირვალობაზე. გამომძიებელი ჟურნალისტები იმ 8 მილიონი ლარის ხარჯვით ინტერესდებიან, რომელიც საპატრიარქოს კულტურის სამინისტრომ გადასცა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი