სენაკში, მდინარე ტეხურში 22 წლის ბიჭი დაიხრჩო

გამოქვეყნდა:

სენაკში, მდინარე ტეხურში 22 წლის ბიჭი დაიხრჩო. ის მდინარეზე მეგობრებთან ერთად იყო და არსებული ცნობით, წყლიდან ამოყვინთვა ვერ შეძლო. შემთხვევა გუშინ მოხდა. 

ცხედარი მდინარიდან უკვე ამოასვენეს. დაღუპული ახალგაზრდა ნიგერიელია, დედა ქართველი ჰყავს და ნიგერიიდან სტუმრად 1 კვირის წინ, დეიდასთან ჩამოვიდა. 

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ავტორი: ემა გოგოხია

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი