თბილისის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დღეს ისევ შეუწყდება | ჩამონათვალი

გამოქვეყნდა:

თბილისის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დღეს ისევ შეუწყდება - ინფორმაციას და ქუჩების ჩამონათვალს კომპანია "თელასი" ავრცელებს.

გლდანის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქერჩის და გმირ კურსანტთა ქუჩების მოსახლეობას.

მთაწმინდის და კრწანისის რაიონები

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეტრე მელიქიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), მერაბ კოსტავას, საქანელას, გალაკტიონ ტაბიძის, ქიაჩელის, ლაპიაშვილის, სატივეს, სანაპიროს, ნიკო ნიკოლაძის და ჯუღელის ქუჩების მოსახლეობას.   

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წავკისის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი