მინისტრმა სოფელ ჯგალის სკოლის დირექტორი დანიშნა | ადგილობრივი ხელისუფლება პოლიტიკურად მოტივირებულ გადაწყვეტილებაზე საუბრობს

გამოქვეყნდა:

განათლების მინისტრმა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯგალის საშუალო სკოლის დირექტორი დანიშნა. დირექტორად ამავე სკოლის სპორტის მასწავლებელი, ჰამლეტ ხუბულია დანიშნა.

სკოლის სამეურვეო საბჭომ პირველ ეტაპზე დირექტორობის ყველა მსურველს უარი უთხრა, მეორე ეტაპზე რესურსცენტრმა ხუბულიას კანდიდატურა წარადგინა, საბჭომ ამ პირსაც უარი უთხრა, რის შემდეგაც მინისტრმა დისკრეციული უფლება გამოიყენა.

ადგილობრივი ხელისუფლება აცხადებს, მინისტრის ეს გადაწყვეტილება პოლიტიკურად მოტივირებულია. პირი, რომელიც დირექტორად დაინიშნა "ოცნების" აქტიური მხარდამჭერია და სოფელში არჩევნების დროს კოორდინატორი იყო, მმართველი გუნდის სასარგებლოდ ხმების მობილიზებას ცდილობდა. გარდა ამისა, პედაგოგების ნაწილი და ადგილობრივი ხელისუფლება ამბობს, რომ არ იციან ხუბულიას გამოცდა ჩაბარებული აქვს თუ არა. 

ადგილობრივების ნაწილი ამბობს, რომ დირექტორი წალენჯიხის რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის, ლირა ღურწკაიას კადრია. ღურწკაია წინა არჩევნების დროს დეპუტატად იყრიდა კენჭს, ამ დროს სკოლის დირექტორად დანიშნული ხუბულია მისთვის ხმების მობილიზებას ცდილობდა. ლირა ღურწკაიას მეუღლე წალენჯიხის სუს-ის განყოფილების უფროსია. 

ავტორი: ემა გოგოხია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი