მოვუწოდებთ რეესტრს, არ გამოიყენოს კანონით დადგენილი სრული ვადა | "კოალიციას ცვლილებისთვის" რეესტრს წინასაარჩევნო პროცედურების გაჭიანურებაში ადანაშაულებს

გამოქვეყნდა:

"კოალიცია ცვლილებისთვის" საჯარო რეესტრს წინასაარჩევნო პროცედურების გაჭიანურებაში ადანაშაულებს - მათ ახალი, სრული სახელწოდების დადასტურების მოთხოვნით უწყებას 9 აგვისტოს მიმართეს, პასუხი ამ დრომდე არ მიუღიათ.

თენგო თევზაძემ დღევანდელ ბრიფინგზე რეესტრს მოწუდოა, განახორციელოს მასზე დაკისრებული მოვალეობა და არ გამოიყენოს ამისთვის კანონით დადგენილი სრული ვადა, რადგან საკითხი ეხება უმარტივეს სარეგისტრაციო ქმედებას. 

"ჩვენ მიერ 9 აგვისტოს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში ჩაბარებულ იქნა განცხადება, რომლითაც კანონის დაცვით მოვითხოვეთ უმარტივესი სარეგისტრაციო მოქმედების განხორციელება, კერძოდ, სახელის ცვლილება - "ახალი ერთობა გვარამია მელიას" სახელის შეცვლა და პოლიტიკური გაერთიანება "კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია, მელია, გირჩი, დროას" დარქმევა. ამის შემდეგ 20 აგვისტოს კვლავ მივწერეთ წერილი საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და ვთხოვეთ აღნიშნული ცვლილების პროცესის დაჩქარება, ვინაიდან გაეთვალისწინებინათ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები მნიშვნელობა.

დღეს გავიდა კანონით გათვალისწინებული ვადა და არა თუ რეგისტრაცია, ჩვენ წერილზე არც პასუხი მიგვიღია და აღნიშნულ წერილს არც რაიმე სახის რეაგირება მოჰყოლია. [...] მოვუწოდებთ ცესკო-ს რეგისტრაციაში გაატაროს ჩვენი პოლიტიკური გაერთიანების მიერ წარმოდგენილი საბუთები და დაიცვას საქართველოს კანონმდებლობა, სხვა შემთხვევაში ვიფიქრებთ, რომ ეს არის სახელმწიფო ინსტიტუტების ორკესტრირებული ქმედება 4 ნომრის, კერძოდ, კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია, მელია, გირჩი, დროას წინააღმდეგ, რათა ხელი შეეშალოს სამართლიანი, კონკურენტული არჩევნების ჩატარებას და ჩვენი კოალიციის არჩევნებში მონაწილეობას", - თქვა თენგო თევზაძემ.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი