რუსული კანონის გამო, ორგანიზაცია "პროექტი ცხოველებისთვის" ფუნქციონირებას წყვეტს

გამოქვეყნდა:

რუსული კანონის გამო არასამთავრობო ორგანიზაცია "Animal Project - პროექტი ცხოველებისთვის" ფუნქციონირებას წყვეტს. განცხადება სოციალურ ქსელში დამფუძნებელმა, მარიამ ცერცვაძემ გაავრცელა. 

"კანონის გამო ვწყვეტთ ფუნქციონირებას ხოდა გვინდა ბოლო ფანდრაიზინგ ივენთის გაკეთება რომ ჩვენი შეფარებულ ცხოველები რამდენიმე თვე მაინც ვუზრუნველყოთ და კლინიკის ვალები დავფაროთ.

ვის გინდათ ამ სიკეთე ივენთის მასპინძლობა და პარტნიორობა? აქვე დავამატებ, ამ ყველაფერს ისედაც ნახევრად მოხალისეობრივად ვაკეთებდით და ვაკეთებდით სახელმწიფოს გასაკეთებელ საქმეს!" - დაწერა მან.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი