მევენახეების აქცია | მოსახლეობა ყურძენზე დაწესებულ ფასს აპროტესტებს

გამოქვეყნდა:

მევენახეების აქცია კახეთში. დედოფლისწყაროს სამი სოფლის, სამთაწყაროს, ფიროსმანისა და საბათლოს მოსახლეობა ბაკურციხესთან ყურძენზე დაწესებულ მინიმალურ ფასს აპროტესტებს. აქციის მონაწილეები ხელისუფლებას მოუწოდებენ მათ ყურადღება მიაქციოს და ყურძნის ფასი გაზარდოს.

ადგილობრივების თქმით, მათ სახელმწიფო ერთ კილოგრამ რქაწითელში 1.05 ლარს სთავაზობს, ხოლო საფერავზე 1.30 ლარს. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ აღნიშნული ფასის გამო მიღებული მოსავალი გაწეულ ხარჯს ვერ ანაზღაურებს, რის გამოც ისინი ვენახის გაჩეხაზეც ფიქრობენ.

"ჩვენი პროტესტის და აღელვების მიზეზი და მიზანი არის დასახელებული კომპანიებისგან დასახელებული მიზერული თანხები. რქაწითელში 1.05 ლარი და საფერავში 1.30 ლარი. ეს თანხა ჩვენ ცხოვრებისეულ პირობებს არანაირად არ აკმაყოფილებს. ჩვენი გაწეული ხარჯებიც თითქმის ვერ გვისწორებს. გაძვირებული ცხოვრებიდან და გაძვირებული საყოფაცხოვრებო ნივთები, საკვები, შხამ-ქიმიკატები, საწვავი. აქედან გამომდინარე ეს თანხები არ ყოფნის ამას და ვითხოვთ, რომ ხელისუფლებამ მოგვაქციოს ყურადღება.

მინიმალურს ვითხოვთ, რომ რქაწითელში გადაგვიხადონ 1.50 ლარი და საფერავში 2.00 ლარი. ვინაიდან რადგანაც ჩვენ აღარ ვიფიქროთ ვენახის გაჩეხაზე. ეს რომ არ მოხდეს და ჩვენ, რომ მოტივაცია არ დაგვეკარგოს, ვთხოვთ ხელისუფლებას, მოგვაქციონ ყურადღება, გამოიჩინონ ნება იმისა, რომ ჩვენ დაგვაკმაყოფილონ ასე თუ ისე და ჩვენ გავაგრძელოთ ცხოვრება ჩვეულ რიტმში. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ოჯახები გვაქვს სარჩენი, ბანკის ვალდებულებები გვაქვს. ძალიან დიდ პრობლემებში შევდივართ და არ გვეძლევა იმის საშუალება, რომ ცხოვრება გავაგრძელოთ ჩვეულებრივად.

დარწმუნებული ვარ ბევრი ახალგაზრდა ფიქრობს ქვეყნის დატოვებას და ეს, რომ არ მოხდეს აუცილებელია ყურადღების მოქცევა ხელისუფლების მხრიდან," - ამბობს აქციის მონაწილე.

ავტორი: ია გულიაშვილი

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი